დასვენება
ამბასადორი კაჭრეთი – ეს არის მაღალი კლასის დასასვენებელი ტიპის კომპლექსი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ტერიტორიაზე დაგხვდებათ ორი ღია აუზი, მათ შორის ერთი, ოლიმპიური სტანდარტების, რესტორანი, ბარები, ხელოვნური ტბები და 100 ჰექტარი სარეკრეაციო, გამწვანებული სივრცე.
აპარტამენტის შეძენისას, გეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა დაისვენოთ ან განახორციელოთ ინვესტიცია თბილისთან ახლოს, სასტუმრო-საკურორტო კომპლექსში, რომლის სრული ინფრასტრუქტურა თქვენს განკარგულებაში იქნება.
ჯანსაღი ცხოვრება
ამბასადორი კაჭრეთი რეგიონში ყველაზე დიდი სპორტული ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო-კომპლექსია, რომელიც აერთიანებს პროფესიონალური გოლფის მოედანს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, კალათბურთის, ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ოლიმპიური სტანდარტების აუზსა და სხვა მრავალს.
გართობა
ამბასადორი კაჭრეთი სრულად არის უზრუნვეყოფილი გართობის საჭირო ინფრატრუქტურითა და ინვენტარით. ტერიტორიაზე, სტუმრებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ ითამაშონ მინი გოლფი, ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. დამსვენებლების განკარგულებაშია ბოულინგ კლუბი და სასროლეთიც. გარდა ამისა, კომპლექსი მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებასა და მუსიკალურ საღამოებს. აღსანიშნავია, რომ ახალ, მშენებარე კომპლექსში დაგეგმილია სათამაშო ზონის მოწყობა, სადაც სხვადასხვა გასართობი თამაში და სივრცე იქნება სტუმრებისა და აპარტამენტების მფლობელებისთვის.
მეღვინეობა
სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორაზე მდებარეობს ღვინის ქარხანა და ღვინის მაღაზია, რომელიც საუკეთესო კახური ტრადიციებითა და ინოვაციური მეთოდებით ასხამს ნამდვილი კახური ვაზის ჯიშის, არაერთ ღვინოს, რომელთა შეძენაც მსურველებს ადგილზე, ღვინის მაღაზიაში შეუძლიათ.