ჩვენ შესახებ

ახალ შენობაში განთავსდება 4 საკონფერენციო დარბაზი,  ბარი, ლობი, საცურაო აუზი, ტერასა, სავარჯიშო დარბაზი და სპა, ულამაზესი, განუმეორებელი ხედებით, რომელიც შენობის ბოლო სართულს სრულად დაიკავებს.

 

ამბასადორი კაჭრეთის პროექტში გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპის, ერთ საძინებლიანი და ორ საძინებლიანი აპარტამენტები.  სასურველი ზომის აპარტამენტი, ახალ მფლობელებს მზა კონდიციაშიგადაეცემა. აპარტამენტები ბარდება სრული, უმაღლესი კლასის რემონტით, თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით.

 

აპარტამენტების მშენებლობა 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.

აპარტამენტი, როგორც სასარგებლო ინვესტიცია

 

სურვილის შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეებს, შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი აპარტამენტები მართვა-გაქირავებაში გადასცენ სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთს“ და ამ მხრივ, უძრავი ქონება განიხილონ, როგორც საინვესტიციო შენაძენი.

 

სასტუმროს ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს და ამ მხრივ,  ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი დასასვენებელი კომპლექსია ქვეყანაში. შესაბამისად, მათთვის, ვისაც აპარტამენტიდან შემოსავლის მიღება სურს, კომპანიისგან მენეჯმენტის სრულ მომსახურებას მიიღებს, მოსახერხებელი და მოქნილი პირობებით.